27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ხორვატიის ქალაქ ბოლში იმყოფება და დღეს საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 125 ათასი დოლარია.
საწყის რაუნდში გორგოძის მეტოქე რუსი ვარვარა ფლინკი იქნება, წარმატების შემთხვევაში კი, ეკოს მე-2 ნომრად განთესილ ესპანელ სარა სორიბეს ტორმოსთან ჭიდილი ელის, რომელმაც ბრაზილიელ ბეატრიზ ჰადად მაიას 6:3, 6:4 სძლია.
ცნობისთვის, ვტა-ს რეიტინგში გორგოძეს 394 ქულით 152-ე ადგილი უკავია, 22 წლის ფლინკი კი 412 ქულით 212-ეა. ეკატერინე ვარვარას კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.
ვთქვათ ისიც, რომ ბოლში უკვე ითამაშა აშშ-ს სახელით მოასპარეზე ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა, რომელმაც გუშინ მე-7 რეიტინგის მქონე შვეიცარიელ ტიმეა ბაჩინსკისთან 2:6, 2:6 წააგო.