ფეხბურთი

11:52 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლენარტ იუჰანსონი გარდაიცვალა

უეფას ყოფილი პრეზიდენტი და ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, შვედი ლენარტ იუჰანსონი, 89 წლისა გარდაიცვალა - გვამცნობს შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

იუჰანსონი უეფას 1990-2007 წლებში ხელმძღვანელობდა და პოსტზე ყოფნის ხანგრძლივობით რეკორდსმენი გახდა. 2007 წელს, არჩევნების შემდეგ, მან ეს თანამდებობა მიშელ პლატინის დაუთმო.

პარალელურად ის სტოკჰოლმის აიკ-ის პრეზიდენტიც გახლდათ. 2005 წელს იუჰანსონს ილის კვორუმის სახელობის პრესტიჟული ოქროს მედალი გადასცეს, რომელსაც შვედურ კულტურაში, მეცნიერებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ანიჭებენ.

სწორედ იუჰანსონის დროს მიიღეს საქართველო უეფას წევრად. მას ყოველთვის თბილი ურთიერთობა ჰქონდა ჩენი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან.

0.137716