ფეხბურთი

11:18 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: "მზად ვარ "მანჩესტერის" მწვრთნელი გავხდე"

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწრთვნის სურვილი გამოთქვა. დიეგოს თქმით ის მზადაა "მანჩესტერს" ტიტულების მოგებაში დაეხმაროს.

"თუ "მანჩესტერს" მთავარი მწვრთნელი სჭირდება, მე მზად ვარ. "მანჩესტერი" დიდი გუნდია, ისინი მილიონობით მაისურების ყიდიან, მაგრამ მათ თასების მოგება სჭირდებათ, რაშიც შემიძლია დავეხმარო. ინგლისში "მანჩესტერი" ჩემი ფავორიტი გუნდია. მათ დიდებული ფეხბურთელები და მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ჰყავდათ"- განაცხადა მარადონამ.

მარადონა 2008-10 წლებში არგენტინის ნაკრებს წრთვნიდა. ახლა კი მექსიკურ გუნდ "დორადოზ სინალოას" უდგას სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114578