ფეხბურთი

12:17 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ ლუკაკუს წელიწადში 10 მილიონს სთავაზობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევმა, რომელო ლუკაკუმ, შესაძლოა კარიერა „ნაპოლიში“ გააგრძელოს - წერს La Gazzetta dello Sport. წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბი მზადაა 26 წლის ბელგიელს წელიწადში ჯამაგირად 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ლუკაკუს გადაბირება მილანის „ინტერსაც“ სურს და თავდამსხმელს წელიწადში 7,5 მილიონს სთავაზობს, ბონუსების გაუთვალისწინებლად.

ახლადდამთავრებულ სეზონში, საკლუბო დონეზე, ლუკაკუმ 45 მატჩი ჩაატარა, 15 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასით გამოირჩა. „მანჩესტერთან“ მის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 85 მილიონი ევროა.

0.113705