ისტორია

9:47 | 5.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

5 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1906 – დაიბადა ერალდო მონძელიო. იტალიის ნაკრების, “ბოლონიას” და “რომას” მცველი. მსოფლიოს 1934 და 1938 წლების ჩემპიონი. 1929 წელს “ბოლონიას” შემადგენლობაში გახდა იტალიის ჩემპიონი. წვრთნიდა “ნაპოლის” (1949-56), გენუის “სამპდორიას” (1958-62), ტურინის “იუვენტუსს” (1964).

მნიშვნელოვანი ფაქტები

1925 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ლაკოსტემ ტილდენი 6:4, 4:6, 5:7, 6:3, 11:9 დაამარცხა და ტურნირის რიგით მესამე ჩემპიონი გახდა.

1938 - საფრანგეთის მესამე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფეხბურთში, მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა. კუბა _ რუმინეთი 3:3 (დაინიშნა გადათამაშება); ჩეხოსლოვაკია _ ჰოლანდია 3:0; საფრანგეთი _ ბელგია 3:1; უნგრეთი _ ვესტ ინდოეთი 6:0; იტალია _ ნორვეგია 2:1; ბრაზილია _ პოლონეთი 6:5. შვედეთისა და ავსტრიის მატჩი არ შედგა, რადგან ავსტრია იმხანად ფაშისტური გერმანიის ნაწილი გახდა და ტურნირიდან მოიხსნა. რამდენიმე ავსტრიელმა ფეხბურთელმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა.

1938 - საფრანგეთის საფეხბურთო მუნდიალზე ერთ მატჩში შედეგიანობის რეკორდი დამყარდა (ბრაზილია _ პოლონეთი 6:5). პოლონელმა ვილიმოვსკიმ ოთხი, ბრაზილიელმა ლეონიდასმა კი სამი გოლი გაიტანა.

1941 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესსიონალ მოჭიდავეთა შორის უნგრელმა შანდორ საბომ ამერიკელი ნაგურსკი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1952 - აშშ-ის ეროვნული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში პირველად გადაიცა სპორტული ღონისძიება. იმ დღეს ერთმანეთს მოკრივეები, უოლკოტი და ჩარლზი შეხვდნენ.

1959 - Bბერნარდ ბრეზილი. შოტლანდიის ნაკრებისა და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფორვარდი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ფლობდა უეფასა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასებს.

1968 - ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი. იტალია _ სსრკ 0:0 (გამარჯვებული დამატებითმა დრომაც ვერ გამოავლინა და კენჭისყრის შედეგად ფინალში იტალია გავიდა). შეხვედრა ნეაპოლის “სან პაოლოზე” ჩატარდა დამ ას 69 ათასი მაყურებელი დაესწრო. იუგოსლავია _ ინგლისი 1:0. გოლი დრაგან ჯაიჩმა გაიტანა. ფლორენციაში ჩატარებულ მატჩს 22 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1973 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში რუმინელმა ილიე ნასტასემ იუგოსლავიელი ნიკი პილიჩი 6:3, 6:3, 6:0 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 43-ე ჩემპიონი გახდა.

1977 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსმა” “ფილადელფია სიქსერზი” დაამარცხა და NBA-ის რიგით 31-ე ჩემპიონი გახდა.

1982 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მარტინა ნავრატილოვამ ანდრეა ჯაგერი 7:6, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 53-ე ჩემპიონი გახდა.

1983 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ფრანგმა იანიკ ნოამ შვედი მატს ვილანდერი დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 53-ე ჩემპიონი გახდა.

1986 - მექსიკის მე-13 მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. A ჯგუფი: არგენტინა _ იტალია 1:1; ბულგარეთი _ სამხრეთ კორეა 1:1. ჩ ჯგუფი: საფრანგეთი _ სსრკ 1:1.

1993 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში გერმანელმა შტეფი გრაფმა ამერიკელი მერი ჯო ფერნანდესი 4:6, 6:2, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 63-ე ჩემპიონი გახდა.

1994 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ბრუგერამ ბერასატეგი 6:4, 7:5, 2:6, 6:1 დაამარცხა და ტურნირის რიგით 64-ე ჩემპიონი გახდა.

1994 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში არანტა სანჩეს ვიკარიომ მერი პირსი 6:4, 6:4 დაამარცხა და ტურნირის რიგით 64-ე ჩემპიონი გახდა.

1999 - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, საქართველოს ნაკრები თბილისის ეროვნულ სტადიონზე საბერძნეთთან 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან გოლი თემურ ქეცბაიამ გაიტანა.

2002 - მსოფლიოს მე-17 ჩემპიონატი ფეხბურთში (კორეა-იაპონია). D ჯგუფი: აშშ _ პორტუგალია 3:2. E ჯგუფი: გერმანია _ ირლანდია 1:1. H ჯგუფი: რუსეთი _ ტუნისი 2:0.

2005 - ლუიშ ფიგუმ პორტუგალიის ნაკრებში დაბრუნება სლოვაკებთან შეხვედრაში ორი საგოლე პასით აღნიშნა.

2005 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირი ბელგიელმა ჟუსტინ ენინ-არდენმა მოიგო, მამაკაცებში კი, ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა. ეს ნადალის პირველი გამარჯკვება გახლავთ საფრანგეთის ღია პირველობაზე.

2008 - ქართველმა მცველმა ილია კანდელაკმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა ავსტრიის გრაცის “შტურმთან”.

2008 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის ფინალის პირველ მატჩში “ბოსტონ სელტიკსმა” საკუთარ “ბენკნორთ არენაზე” 98:88 “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” დაამარცხა.

2010 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირი ფრანჩესკა სკიავონემ მოიგო. მან ფინალში ავსტრალიელი სამანტა სტოსური 6:4, 7:6 დაამარცხა. სკიავონე პირველი იტალიელი ქალია, რომელმაც “როლან გაროსის” ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2011 - თბილისში მიმდინარე რაგბისტთა მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში საქართველომ ურუგვაი 20:15 დაამარცხა. პირველობა სამოამ მოიპოვა, რომელმაც ფინალში იაპონიას 31:24 სძლია და 2012 წლის ახალგაზრდული მუნდიალის საგზური დაისაკუთრა.

2012 - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა (მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე) ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში სტუმრად 2:1 დაამარცხა ესტონეთის ნაკრები.

ამ დღეს დაიბადნენ

1890 - ხოსე პიენდიბენე. “მაესტროს” მეტსახელად ცნობილი ურუგვაელი ფორვარდი. 1910-20-იან წლებში საუკეთესო ურუგვაელი ფეხბურთელი. სამჯერ გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ურუგვაის ექვსგზის ჩემპიონი.

1906 - ერალდო მონძელიო. იტალიის ნაკრების, “ბოლონიას” და “რომას” მცველი. მსოფლიოს 1934 და 1938 წლების ჩემპიონი. 1929 წელს “ბოლონიას” შემადგენლობაში გახდა იტალიის ჩემპიონი. წვრთნიდა “ნაპოლის” (1949-56), გენუის “სამპდორიას” (1958-62), ტურინის “იუვენტუსს” (1964).

1908 - პედრო სუარესი. ესპანური წარმოშობის არგენტინელი ფეხბურთელი. ამპლუით ნახევარმცველი. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. “ბოკა ხუნიორსის” ლეგენდარული მოთამაშე. არგენტინის ოთხგზის ჩემპიონი.

1938 - კარინ ბალცერი. გდრ-ის წარმომადგენელი მძლეოსანი. 400 მეტრზე თარჯმრბენში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1944 - ტომი სმიტი. ამერიკელი მძლეოსანი. სპრინტერულ გარბენში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1944 - კრის ფინეგანი. დიდი ბრიტანელი მოკრივე. საშუალო წონით კატეგორიაში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1947 - მორის მარტენსი. ბელგიის ნაკრების მცველი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში. ევროპის 1980 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. ბელგიის სამგზის ჩემპიონი.

1947 - ბლაგოე პაუნოვიჩი. 1960-70-იან წლებში იუგოსლავიის ნაკრების მცველი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იუგოსლავიის ოთხგზის ჩემპიონი.

1951 - მანუელ ჟოზე ფერნანდეში. 1970-80-იანი წლების ლისაბონის “სპორტინგის” ფორვარდი. პორტუგალიის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1986 წელს გახდა პორტუგალიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. “სპორტინგის” შემადგენლობაში ჩაატარა 570 მატჩი, გაიტანა 331 გოლი.

1952 - უმბერტო ბარბერისი. შვეიცარიის ნაკრების, “გრასჰოპერსის”, “სერვეტის”, “მონაკოს” ნახევარმცველი. საფრანგეთის ჩემპიონი (1982). 1981 და 1982 წლებში დაასახელეს საფრანგეთის პირველობის საუკეთესო ლეგიონერად. 1975, 1979 და 1980 წლების საუკეთესო შვეიცარიელი ფეხბურთელი. შვეიცარიის ოთხგზის ჩემპიონი. შვეიცარიის ნაკრების 54 მატჩში 7 გოლი გაიტანა. წვრთნიდა “სიონს”, “ლოზანას”, “სერვეტს”. 1990 და 1991 წლებში დაასახელეს შვეიცარიის საუკეთესო მწვრთნელად.

1955 - ედინიო. 1977-86 წლებში ბრაზილიის ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1978 და 1986 წლების ჩემპიონატების მონაწილე. 1986 წლის მუნდიალზე იყო ნაკრების კაპიტანი. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 47 მატჩი, გაიტანა 3 გოლი.

1967 - კრის დელოა. ამერიკელი სპრინტერი. 200 მეტრზე რბენაში 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1973 - ელენა აზაროვა. სინქრონულ ცურვაში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1975 - ჟიდრუნას ილგაუსკასი. ლიტვის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “კლივლენდ კავალიერზის” მეფარე (211 სმ). 2003 წლის ევროპის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111915