ერთა ლიგის გათამაშებაში გადამწყვეტი ეტაპი დგება. დღეს და ხვალ ნახევარფინალები გაიმართება. დღეს, 5 ივნისს, შვეიცარიელები მასპინძელ პორტუგალიელებს შეხვდებიან. ამასთან დაკავშირებით, სტუმართა მწვრთნელმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„პორტუგალია აშკარა ფავორიტია. არა მხოლოდ ამ მატჩის, არამედ საერთოდ ტურნირის. ისინი ევროპის ჩემპიონები არიან. შინ თამაშობენ. მაგრამ როგორც არაერთხელ გვინახავს, ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეგებ ამ ტურნირში გამარჯვებით საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ საუკეთესო ნაკრებებთან ტოლ-სწორად თამაში და დამარცხება შეგვიძლია.“ - უთხრა პეტკოვიჩმა უეფას პრესსამსახურს.
პორტუგალიისა და შვეიცარიის ნაკრებთა ნახევარფინალური მატჩი დღეს, პორტუში, „ესტადიო დუ დრაგაუზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მეორე ნახევარფინალში, ხუთშაბათს, 6 ივნისს, ერთმანეთს ინგლისისა და ჰოლანდიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან.