ფეხბურთი

2:05 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" კიეზას შეუთანხმდა

ტურინის „იუვენტუსმა“ ფლორენციის „ფიორენტინას“ ნიჭიერ შემტევ ფედერიკო კიეზასთან შეთანხმებას მიაღწია. Sky Sport-ის ცნობით, „იუვე“ 21 წლის იტალიელს პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და ახლა მოლპარაკებების წარმატებით დასრულება „ფიორენტინასთან“ იქნება საჭირო.

კიეზას „ინტერიც“ იწვევს, მაგრამ ხსენებული წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელმა „იუვენტუსში’ გადაბარგება ამჯობინა.

ცნობილია პირადი კონტრაქტის დეტალებიც: ფედერიკო 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

რაც შეეხება „ფიორენტინას“, „იები“ გუნდის ლიდერს მოსალოდნელია, რომ 60-70 მილიონ ევროდ შეელევიან. 2018-2019 წლების სეზონში იტალიელმა შემტევმა 41 თამაში ჩაატარა და 12 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110973