ფეხბურთი

20:47 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" სტარიჯმა და მორენომ დატოვეს

ინგლისური „ლივერპული“ დანიელ სტარიჯმა და ალბერტო მორენომ დატოვეს. ამის შესახებ მერსისაიდული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

„ლივერპული“ მადლობას უხდის დანიელ სტარიჯსა და ალბერტო მორენოს თავიანთში საოცარი წვლილისთვის გუნდის წინაშე და მომავალში საუკეთესოს უსურვებს“ - წერს „ლივერპულის“ ვებგვერდი.

დანიელ სტარიჯი „ლივერპულმა“ 2012 წელს შეიძინა და მას შემდეგ ინგლისელმა ფორვარდმა 160 თამაშში 67 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მორენოს, „წითლებში“ 2014 წლიდან თამაშობდა და 141 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო.

0.14259