ჭიდაობა

18:20 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ 2 ქართველი ნახევარფინალისტი ევროპის პირველობაზე

ესპანურ პონტევედრაში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავე დიეგო ჩხიკვაძემ (60 კგ.) უკრაინელ სოლოვიანს აშკარა უპირატესობით 9-0 სძლია და ევროპირველობის ნახევარფინალში სომეხ ჰოვანისიანს დაეჭიდება. ნახევარფინალში იჭიდავებს გიორგი შოთაძეც (67 კგ.), რომლის მეტოქე ნორვეგიელი იორგენსელი იქნება.

ორი გამარჯვება მოიპოვა ოთარ აბულაძემ (67 კგ.), თუმცა მეოთხედფინალში სომეხ ამოიანთან დამარცხდა. სომეხის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი ფალავანი ხვალ ბრინჯაოსთვის ბრძოლას გააგრძელებს.

კოკა ღარიბაძემ (97 კგ.) იტალიელ გიუფრიდასთან გამარჯვების (9-0) შემდეგ მეოთხედფინალში გერმანელ ნეუმაიერთან დათმო შეხვედრა. გერმანელის ფინალში გასვლის შემთხვევაშიც, ღარიბაძე რეპეჟაში გადაერთვება.

ბექა გურულმა (82 კგ.) საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიელ სტერკენბურგთან დამოთ შეხვედრა (1-3) და ტურნირს გამოეთიშა.

ნახევარფინალები 19:15 საათიდან.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს საქართველოს ნაკრებს 4 მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ფრიდონ და ლერი აბულაძეები 55 და 63 კგ. ევროპის ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ფრიდონის მეტოქე რუსეთის წარმოამდგენელი ალახიაროვი იქნება, ლერი აბულაძე თურქ ტოპრაკს დაეჭიდება.

ბრინჯაოს მედლებისათვის ნიკა შერბაკოვი (77 კგ.) - ლიტველს ლიგნუგარის, გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ.) კი პოლონელ დიბკას შეხვება.

ფინალები თბილისის დროით 20:00 საათიდან.

0.130312