ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტან მატის დე ლიხტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნიჭიერი ფეხბურთელის განცხადებით, ცდილობს მშვიდად იყოს და საუკეთესო არჩევანი გააკეთოს.
„მე ძალიან ემოციურად ვუყურებ ჩემი მომავლის საკითხს, მაგრამ ამავდროულად ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. ბევრი წინადადება მაქვს, როგორც გამოწვევა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ბევრი ვარიანტია და ნამდვილად მინდა საუკეთესო ავირჩიო. ლოგიკურად ერთი ვარიანტი სხვებზე უკეთესია. უცხოეთში ცხოვრება შესაძლოა რთული იყოს, მაგრამ მე ჰოლანდიელი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, სხვებისგან არაფრით განსხვავებული. ამიტომაც, საზღვარგარეთ გადაბარგება ჩემთვის შესაძლოა ინტენსიური იყოს“, - თქვა დე ლიხტმა RTL4-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტს აქტიურად „ბარსელონას“, „მანჩესტერს“, პსჟ-სა და „იუვენტუსს“უკავშრებენ. 19 წლის ჰოლანდიელი 75 მილიონ ევროდ ფასობს.