ფეხბურთი

16:34 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იოვიჩი "რეალის" ფეხბურთელია

ფრანფკურტის „აინტრახტის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, სერბამ ფეხბურთელმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. არაოფიციალური ცნობით გარიგების ღირებულებამ 60 მილიონი ევრო შეადგინა.

21 წლის ლუკა იოვიჩმა 2018-2019 წლების სეზონი დიდებულად ჩაატარა და ყველა ტურნირის ჩათვლით 43 თამაშში 25 გოლის გატანა მოახერხა.

0.112988