სხვა

13:43 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

თებიძის პირველი ადგილი B ჯგუფში

ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ფიცარნაგზე ლომია თებიძე გავიდა და 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის B ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო.

ქართველმა ძალოსანმა 136 კგ. დასძლია, 140 კგ-ს კი მე-2 ცდაზე გაუმკლავდა და პირველი შედეგი დააფიქსირა. ლომია პირველი იყო აკვრაშიც, სადაც 165 და 172 კგ. დააფიქსირა, 180-კილოგრამიან შტანგას კი ვერ გაუმკლავდა.

თებიძემ ჯამში 312 კგ. მოაგროვა და ცხადია, ჯამურადაც პირველ საფეხურზე გავიდა, მე-2 პოლონელი ბებენი (306 კგ.) იყო, მე-3 კი – იაპონელი ნიშიდა (302 კგ.).
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე მცირე ბრიჯაოს მოპოვება მოახერხა არჩილ მალაყმაძემ, მომავალ დღეებში კი სუვაში ძალებს ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) და თორნიკე ტაბატაძეც (+109 კგ.) სცდიან.

0.122829