ფეხბურთი

11:52 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩინურმა კლუბებმა ობამეიანგს კვირაში ჯამაგირად 300 ათასი შესთავაზეს

ლონდონის „არსენალის“ შემტევმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ჩინური კლუბებისგან ერთობ სარფიანი წინადადებები მიიღო - წერს The Times. გაბონელი თავდამსხმელით „გუანჩჟოუ“ და „შანხაი“ დაინტერესებულან და მზად არიან კვირაში ჯამაგირად 300 ათასი გირვანქა გადაუხადონ.

ამჟამად ობამეიანგის ხელფასი ლონდონურ კლუბში დაახლოებით 190 ათასი გირვანქაა. საინტერესოა, რომ „გუანჩჟოუ“ გაბონელის მიმართ ინტერესს ჯერ კიდევ მის „არსენალში“ გადასვლამდე იჩენდა, 2018 წლის იანვარში.

ახლადდამთავერულ სეზონში ობამეიანგამა „არსენალის“ მაისურით 36 მატჩი ჩაატარა და 22 გოლით, ლივერპულელებთან, სადიო მანესთან და მოჰამედ სალაჰთან ერთად, პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110513