ფეხბურთი

10:18 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტრიპიერი, შესაძლოა, „იუვენტუსში“ გადავიდეს

„ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების მცველი, კირან ტრიპიერი, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „იუვენტუსში“ აღმოჩნდეს. ტურინულ კლუბში მას ჟოაუ კანსელუს შემცვლელეად მოიაზრებენ - გვამცნობს Sky Sports.

ტრიპიერი „დეზების“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი 2017 წელს გახდა კაილ უოკერის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შემდეგ.

წყაროს ცნობით, ტრიპიერით „ნაპოლიც“ ყოფილა დაინტერესებული. იტალიელები მასში 20 მილიონ ევროს იხდიან. თუმცა, „ტოტენჰემი“ 35-ს ითხოვს.

0.114341