კატალონიის „ბარსელონამ“ 2019-2020 წლების სეზონისთვის საშინაო და საგარეო მაისურები ოფიციალურად წარმოადგინა. პრეზენტაცია კატალონური გრანდის სოციალურ ქსელში მოხდა, სადაც სპეციალური ვიდეოც გამოქვეყნდა.
საშინაო მაისური კატალონური გრანდისთვის დამახასიათებელ, ტრადიციულ ლურჯ-წითელ ფერებშია, თუმცა დიზიანი მაინც განსხვავებულია - „ბარსას“ ახალი მაისურები ჭადრაკის დაფის განლაგებით გამოირჩევა.
სხვათა შორის, „ბლაუგრანას“ მაისურების ახალი დიზაინი ძალიან ჰგავს ხორვატიის ნაკრების ფორმას, რის გამოც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტვიტერის გვერდზე ხუმრობაც განთავსდა:
„ბარსელონა“ შესანიშნავი მცდელობაა, მაგრამ თეთრ-წითელი ჭადრაკის ძლევას ვერ მოახერხებ“, - წერია ხორვატიის ნაკრების ტვიტერის გვერდზე.