3 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას B ლიცენზიის მორიგ კურსი გაიხსნა. სასწავლო პროგრამის დაწყებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე დაესწრო და მონაწილეებს წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა.
ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე 25 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და სასწავლო პროცესი 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მწვრთნელებს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.
www.gff.ge