რუმინეთის ქალაქ მამაიაში მიმდინარე ევროპის სასკოლო პირველობაზე 3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ ქართველი მოჭადრაკეები კესარია მგელაძე და დავით თათვიძე.
2,5-2,5 ქულით ასევე ლიდერთა შორის არიან: ანასტასია ზარქუა და დავით ნემსაძე.
საქართველოს სახელით ჩემპიონატზე ასპარეზობენ:
7 წლამდე:
დავით თათვიძე; ენი მაჭავარიანი;
9 წლამდე:
დათა ყალაბეგაშვილი; ალექსანდრე კვიციანი; კესარია მგელაძე; მართა სორდია;
11 წლამდე:
დავით ნემსაძე; დავით ქოთოლაშვილი; მარიამ ცეცხლაძე
13 წლამდე:
ანა მამარდაშვილი;
15 წლამდე:
ნია დონღვანი;