ფეხბურთი

22:45 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა

გრაცის „შტურმი“, რომლის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი იცავს, ევროპა ლიგაზე ითამაშებს. ტიპიკო ბუნდესლიგის ევროპა ლიგის პლეი-ოფის ფინალში „შტურმმა“ ვენის „რაპიდი“ დაამარცხა.

ორმატჩიანი რაუნდის პირველი დაპირისპირება სამი დღის წინ გრაცელებმა ვენაში 2:1 მოიგეს, ხოლო დღეს საკუთარ მოედანზე 0:1 წააგეს. მიუხედავად ამისა, ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გამარჯვებული გამოვიდა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

აღნიშნულ შეხვედრაშ ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს.

აქვე გეტყვით, რომ 23 წლის კიტეიშვილმა ავსტრიის ტიპიკო ბუნდესლიგის 2018-2019 წლების სეზონში 31 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

0.114102