ფეხბურთი

22:22 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები ცნობილია. უეფამ აწ უკვე დასრულებული სეზონიდან 20 ფეხბურთელი გამოარჩია და მათგან 6 ჩემპიონ „ლივერპულს“ წარმოადგენს.

5 ფეხბურთელი მოხვდა სიმბოლურში ამსტერდამის „აიაქსიდან“, ხოლო სამიც ფინალის „ტოტენჰემიდან“.

2018-2019 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები შემადგნაირია:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)

მცველები: ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), მატის დე ლიხტი (აიაქსი), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი), ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი (ლივერპული), ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული)

ნახევარმცველები: მუსა სისოკო (ტოტენჰემი), ჰაკიმ ზიეჩი (აიაქსი), ფრენკი დე იონგი (აიაქსი), ტანგუი ნდომბელე (ლიონი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ჟორჟინიო ვეინალდუმი (ლივერპული), დავიდ ნერეში (აიაქსი)

თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), დუშან ტადიჩი (აიაქსი), ლიონელ მესი (ბარსელონა), სადიო მანე (ლივერპული), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი), ლუკას მოურა (ტოტენჰემი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121798