ჩოგბურთი

21:25 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილს 46 000 ევრო ჩამოართვეს

წარმოშობით ქართველი და ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელს, ანა ტატიშვილს 46 000 ევრო ჩამოართვეს ,აღნიშნულ ინფორმაცის SportsHorn-ი ავრცელებს.

ანამ 46 000 ევრო როლან გაროსის ტურნირზე მიიღო. ტატიშვილი ტურნირის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გარეშე დაუშვეს, სადაც ბერძენ მარია საკარისთან 0:6, 1:6 განადგურდა. ტატიშვილის თამაშთან დაკავშირებით სპეციალურმა მსაჯების კომისიამ იმსჯელა და დაასკვნა, რომ ამერიკელმა ამ შეხვედრაში აჩვენა ისეთი თამაში, რომელიც არ შეესაბამება პროფესიულ სტანდარტებს.

ტატიშვილმა ცუდი თამაშისთვის 46 000 ევრო დაკარგა.

0.125276