ფეხბურთი

12:32 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალისონმა ვან დერ სარის შედეგი გაიმეორა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მეკარემ ალისონ ბეკერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში რვა სეივი შეასრულა და ედვინ ვან დერ სარის შედეგი გაიმეორა. აღნიშნული ინფორმაცია Sport24-მა გაავრცელა.

ბრაზილიელს "ტოტენჰემთან" მოგებულ (2:0) მატჩში პირველ ტაიმში პრობლემები არ შექმნია, ხოლო მეორე ნახევარში "მამლებმა" მეტოქე შეაწუხეს და ბეკერმა რამდენჯერმა იხსნა საკუთარი გუნდი. ალისონმა ვან დერ სარის შედეგი გაიმეორა - ჰოლანდიელმა "ბარსელონასთან" წაგებულ (1:3) 2010/11 წლების სეზონის ფინალში რვა სეივი შეასრულა.

ალისონი "ლივერპულმა" აწ უკვე გასული სეზონის დაწყებამდე "რომადან" 62.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ბრაზილიელმა 51 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 34 გოლი და 27 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა, მათ შორის ექვსი უგოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა.

0.118335