ფეხბურთი

2:41 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ ნეიმარს ბრალი სექსუალურ ძალადობაში ედება. ბრაზილიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა გოგონამ პოლიციაში საჩივარი შეიტანა ნეიმარის წინააღმეგ და მას გაუპატიურებაში ადანაშუალებს.

როგორც დაზარალებულმა სამართალდამცავებს უამბო, მიმდინარე წლის 15 მაისს, ნეიმარი ახალგაზრდა მანდილოსანს შეხვდა, მერე კი აგრესიული გახდა და ძალადობით ცდილობდა მასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას.

ჯერჯერობით, თავად ფეხბურთელსა და მის ადვოკატებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თეგებინეიმარი
სტატისტიკა
0.221476