ინგლისურმა „ლივერპულმა“ 2018-2019 წლების სეზონი ტრიუმფით დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ამაში ძალზე დიდი წვლილი მიუძღვის ვირჯილ ვან დეიკს.
დიახ, ნამდვილად არ ვაჭარბებთ, მეტიც, „წითლების“ წარმატების მთავარი შემოქმედი ალბათ სწორედ ჰოლანდიელი მცველია, რომელმაც მანამდე არასტაბილური დაცვა ლამის გაუვალ წერტილად აქცია.
Opta-ს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი „ლივერპულში“ ჩატარებული უკანასკნელი 64 თამაშის განმავლობაში (ყველა ტურნირის ჩათვლით) ვერავინ მოატყუა! ეს თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ვან დეიკისთვის სულაც არა - ის უბრალოდ ფანტასტიკურ ფორმაშია.
შეგახსენებთ, ვირჯილ ვან დეიკი „ლივერპულმა“ 2018 წლის იანვარში „საუთჰემპტონიდან“ 80 მილიონ ევროდ შეიძინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა ენაღლება ბიჭს! მოიგო
Djoko
შვეიცარიის ნაკრებში პოლონელი მარტო დარჩა ხო? ისე მაგ პოლონელს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება
პარტნიორების ხათრით კი არ თამაშობდი, დევისი არ გქონდა მოგებული და მაგიტომ,კარიერის დასრულება არ გინდოდა ისე...მოიგო შარშან და ეხლა აღარ უნდა რა ძმააა ფედკა....ანუ ამდენ ხანს რო თამაშობდი იტანდი ფედერაციის მხრიდან და.ჯმას? )))))...ნუ სანამ არ მოიგებდი
))
ფედე მაგის ქულები, რომ ჩამოგაკლდება იცი ხო?
ამას რას ერჩოდა ფედერაცია, თამაშების ძალად წაგებას?
აბა რა ფედე რა ჯანდაბათ გინდა დევისის თასი შჰენი ფიზიკისთვის მანდ თამაშჰი მეტისმეტია
+