კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მეორე მატჩში "ვიტ ჯორჯიამ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე "ტორპედოს" დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. მცხეთელებმა შვიდმატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტეს და 21 აპრილის შემდეგ ქულები პირველად აიღეს.
მატჩში ანგარიში ცოტნე მოსიაშვილმა პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა. მეორე ტაიმის ბოლოსკენ კი ირაკლი ზარიძემ (78) და ზურაბ მუსელიანმა (82) გამოიჩინეს თავი. ამ გამარჯვების შემდეგ "ვიტ ჯორჯიას" 14 ქულა მოუგროვდა და ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. ქუთაისელებმა კი მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს, რადგან დღეს თბილისის "დინამომ" მოიგო და კახა ჩხეტიანის გუნდი ორი ქულით ჩამოიტოვა.
მომდევნო მატჩს "ტორპედო" შინ "ჩიხურასთან" 15 ივნისს ჩაატარებს, ხოლო მცხეთელები 16 ივნისს სტუმრად ზემოთნახსენებ "დინამოს" დაუპირისპირდებიან.