17 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ დალაქიშვილმა ბერძნულ ჰერაკლიონში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირზე ასპარეზობა ნახევარფინალში დაასრულა.
მარიამმა 3 გამარჯვების მერე, დღეს, მე-6 განთესვის მქონე ხორვატ ოლეკსანდრა ოლინიკოვასთან ითამაშა და დაძაბულ შეხვედრაში 6:7 (6:8), 6:7 (3:7) დამარცხდა.