სხვა

16:45 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოფარიკავეთა მე-7 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ხმალში შეჯიბრში მე-7 ადგილი დაიკავა.

ქართველმა მოფარიკავეებმა პირველ წრეში ესპანეთს 45:34 სძლიეს, შემდეგ რუსეთთან 40:45 წააგეს, მეხუთე-მერვე ადგილებისთვის შეხვედრაში უკრაინასთან 42:45 დამარცხდნენ, დასკვნით პაექრობაში კი უნგრეთს აჯობეს 45:39.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის ღირსებას ნიკა შენგელია, გოგა კაკაურიძე, ვაჟა რეჭია და ნიკოლოზ ჭეიშვილი იცავდნენ.

თეგებიფარიკაობა
0.12547