ფეხბურთი

15:30 | 1.06.2019 | ნანახია 5646 - ჯერ

ხოსე ანტონიო რეიესი გარდაიცვალა

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი გარდაიცვალა. Marca-ს ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელის სიცოცხლე დღეს, ავტოსაგზაო კატასტროფის შედეგად დასრულდა. ხოსე ანტონიო რეიესის ავტოკატასტროფის კადრები (VIDEO)

აღნიშნული ცნობა დაადასტურა საფეხბურთო კლუბ „სევილიას“ ვებგვერდმაც, სადაც რეიესს კარიერის გამორჩეული წლები აქვს გატარებული:

„უარეს სიახლეს ვერ შევიტყობდით. ჩვენი გუნდის საყვარელი წევრი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მშვიდად განისვენე“, - წერს ანდალუზიური გუნდის ვებგვერდი.

„დღეს ძალიან სამწუხარო დღეა. ჩვენი ყოფილი მოთამაშე ხოსე ანტონიო რეიესი გარდაიცვალა. გვინდა ღრმა მწუხარება გამოვხატოთ და თანაგრძნობა გამოვიცხადოთ მის ოჯახს“, - წერს „ესპანიოლის“ ტვიტერის გვერდი.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:40 საათზე სევილია-უტრერას გზაზე მოხდა, რეიესის მშობლიურ ქალაქში. რეიესთან ერთად მანქანაში მისი ბიძაშვილები ჯონათან რეიესი და მანუელ კალდერონი იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. Mundo Deportivo-ს ცნობით, მანქანა გზიდან გადავიდა, რის შემდგომაც ცეცხლი გაუჩნდა.

ხოსე ანტონიო რეიესი „სევილიას“ აკადემიის აღზრდილია და ამ გუნდის რიგებში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. 2004 წელს ლონდონის „არსენალში“ გადავიდა, სადაც სამი სეზონი გაატარა. შემდეგ ითამაშა „რეალის“, „ატლეტიკოსა“ და „ბენფიკას“ რიგებში, ხოლო 2012-2016 წლებში ისევ „სევილიას“ დაუბრუნდა.

ამის შემდეგ რეიესმა კარიერა „ესპანიოლში“, „კორდობასა“ და „ტიანშინში“ გააგრძელა, ხოლო მისი ბოლო საფეხბურთო გუნდი „ექსტრემადურა“ გამოდგა. ხოსე ანტონიო რეიესს ესპანეთის ნაკრებში 2003-2006 წლებში 21 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. ცნობისთვის, რეიესს თბილისშიც უთამაშია და გოლიც გაუტანა - 2015 წელს ევროპის სუპერთასზე "სევილია" - "ბარსელონას" მატჩში...

ესპანელი საკმაოდ ტიტულოვანი ფეხბურთელი იყო - ხუთჯერ მოიგო ევროპა ლიგა (სამჯერ „სევილიას“, ორჯერ „ატლეტიკოს“ რიგებში), თითოჯერ ესპანეთის თასი, ევროპის სუპერთასი, ესპანეთის ჩემპიონატი, ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი, პორტუგალიის თასი და ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი.


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:02 | 02.06.2019
lagashi (6738)

არც თუ ისე უბრალო ფეხბურთელი იყო....საკმაოდ დიდი ფეხბურთი ითამაშა...

23:55 | 01.06.2019
fidofido (3392)

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ეს რომ არსენალში გადავიდა რამხელა იმედებს ამყარებდნენ ტავიდან კარგადაც დაიწყო მარა ნიჭი ბოლომდე ვერ გამოავლინა

21:49 | 01.06.2019
თორღვა პანკელი (1138)

აუჰ ძალიან მეწყინა, მაგარი ფეხბურთელი იყო რეიესი და მაგარ გუნდებშიც ითამაშა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ჩემში უკმარისობის გრძნობა დატოვა, გაცილებით მეტი შეეძლო.

20:14 | 01.06.2019
lfm123 (840)

ძაან სამწუხაროა.ლა ლიგის ყველაზე დრამატული სეზონის გვირგვინი იყო ეს კაცი. ზღაპრული ქამბექი სეზონის მეორე ნახევარში და საცემპიონო დუბლი რეიესის შესრულებით. ყველაზე დიდი ადრენალინის მომტანი სეზონი. მშვიდად განისვენე ხოსე. ...

20:08 | 01.06.2019
alfadhirhaiti (7518)

ერთ-ერთი იყო მათგან, ვისი პოსტერიც მქონდა ბავშვობაში გაკრული კედელზე.

R.I.P.

20:02 | 01.06.2019
halamadrid (614)

muchas gracias jose antonio

16:59 | 01.06.2019
ბაბუ პერესი (16691)

იქნება ისეთი თაობის ადამიანები ვისაც ეგ სეზონი არ უნახავს,12 წელი არც ისე მცირე დროა და მცირე ვიდეო აგერ 2006-07 ლალიგის 37-ე ტურის
0?'>https://www.youtube.com/watch?v=U_Vvdf4v_rw':'>https://www.youtube.com/watch?v=U_Vvdf4v_rw'))

16:05 | 01.06.2019
Javshana (3011)

რაღაც პონტში მომწონდა ეს ფეხბურთელი, ბოლო ტურში რეალი ჩემპიონი რო გახდა ამის დიბლით მოიგო 2007 წელს მგონი, მეწყინა ეს რა დაემართა : ))

16:42 | 01.06.2019
ბაბუ პერესი (16691)

კი რეიესმა გაიტანა 2 ბურთი ბოლო ტურში მალიორკასთან და გააჩემპიონა რეალი.ეგ სეზონი ალბათ ყველაზე დრამატული სეზონი იყო ლა ლიგაში 21-ე საუკუნეში.მართლა ყოველწუთს იცვლებოდა სატურნირო მდგომარეობა ბოლო ორ ტურში.36 ტურის შემდეგ თანაბარი 72 ქულა ქონდა ბარსა-რეალს,რეალი იყო პირველზე ურთიერთშეხვედრების გამო და სევილიაც კი იბრძოდა მაგ დროს ჩემპიონობისთვის 70 ქულა ქონდა სევილიას.37-ე ტური იყო სასწაული და ალბათ გადამწყვეტიც,მთელი თამაშის მანძილზე იცვლებოდა სიტუაცია,ყველაზე საინტერესო კი ბოლო წუთები იყო,90-ე წუთისთვის ბარსა 2-1-ს უგებდა მესის დუბლით ესპანიოლს,რეალი სარაგოსაში აგებდა 2-1-ს და ბოლო წუთებზე ბარსამ გაუშვა ესპანიოლისგან და ასევე ბოლო წუთებზე რეალმა გაიტანა სარაგოსაში.ორივე თამაში 2-2 დამთავრდა და დარჩა რეალი პირველ ადგილზე ბოლო ტურის წინ,როცა ლამის ზეიმობდა კამპნოუ უკვე ჩემპიონობას.

20:16 | 01.06.2019
lfm123 (840)

არ ეკუთვნოდა ბარსას ესპანიოლთან მოგება და ვერც მოიგო. რაც მაგ თამაშში მესიმ და სუდიამ გინება აირტყეს მტერს არ ვყსურვებ...

22:51 | 01.06.2019
ბაბუ პერესი (16691)

ხელით შეაგდო მესიმ პირველი გოლი და არ უნდა ჩათვლილიყო რა თქმა უნდა მაგრამ მარადონამ მსოფლიოზე შეაგდო ხელით და სათქმელი აღარაფერია მეტი მაგაზე,ვერ დაინახა მსაჯმა და ვსიო.ისე კი ვინ იცის იქნებ ჯობდა კიდეც რომ არ ჩათვლილიყო ეგ გოლი.მაგ გოლით გაათანაბრა პირველი ტაიმის ბოლოს ბარსამ და მეორე ტაიმის სტარტზევე დაწინაურდა.მერე როგორც ბარსელონას ჩვევია მომენტები გააფუჭეს (ყველაზე დასამახსოვრებელი ეტოომ გამაზა პირისპირ 2-1-ზე,როცა თითქმის ცენტრიდან მიდიოდა ცარიელში მეკარესთან პირისპირ,ანუ თავზესაყრელი დრო ქონდა და ხელს არავინ უშლიდა მეკარის გარდა) დაცვაშიც მოადუნეს ყურადღება და აქეთ გაუშვეს ბოლოში.რომ წაეგო პირველი ტაიმი ბარსას სულ სხვა თამაში წავიდოდა მეორეში.ნუ ეს ვარაუდებია რა თქმა უნდა,რეალობა კი ისაა რომ ბარსელონამ თვითონ დაკარგა ჩემპიონობა.ის რეალი სარაგოსაში მომგები არ იყო მაშინ.ძაან მაგარი შემადგენლობა ყავდა სარაგოსას მაშინ და ლიგის საგზურისთვის იბრძოდა

00:01 | 02.06.2019
lfm123 (840)

სეზონის მეორე ნახევარში ბარსას სერიოზული კრიზისი დაეწყო. 10 ქულა დაუქაჩა რეალმა. თან თითქმის ყველა თამაშში ქამბექებს დებდა. იგივე ესპანიოლთან თამაში რად ღირს... რეალურად მესის ხელმა მოიტანა მეორე გოლიც. ესპანიოლი ფსიქოლოგიურად გატყდა რაღაც პერიოდი
... სარაგოსაზე გეთანხმები რეალურად პრიმერას რანგით მეოთხე გუნდი იყო მაგ დროს. პლიუს ცეზარმა სასწაული თამაში დადო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ... გუტიმ ჩაატარა კარიერის საუკეთესო 2-3თვე იმ პერიოდში. სევილიას სახლში პირადად მოუგო...

23:00 | 01.06.2019
ბაბუ პერესი (16691)

მილიტოები აიმარი რიკარდო ოლივეირა და რამდენიმე მაგარი ფეხბურთელი ყავდა კიდევ სარაგოსას,მოკლედ ძაან მაგარი გუნდი იყო,მაგარ ფეხბურთსაც თამაშობდა და მიუხედავად იმისა რომ რეალმა მართლა მაქსიმუმი დადო იმ თამაშში მაინც ვერ მოუგო გასვლაზე.ბარსელონას კი სახლში ესპანიოლთან უნდა მოეგო ყველანაირი ლოგიკით,მართალია ესპანიოლს სულ ბარსას გამწარება უნდა მაგრამ მაინც სუსტი იყო ბევრად სარაგოსაზე.თუმცა ისტორიულად დირკა დაცვა და მომენტების განიავება ბარსას სენი იყო სულ და დარჩება სამუდამოდ

16:01 | 01.06.2019
ბაბუ პერესი (16691)

ძაან საწყენი და მოულოდნელი ინფორმაციაა.აცხოვნოს უფალმა კარგი ფეხბურთელი იყო

15:51 | 01.06.2019
geogoli (968)

ძალიან მეწყინა

15:51 | 01.06.2019
KoRBeN DaLLaS (24830)

ეჰჰ... გული დამწყდა ((

15:46 | 01.06.2019
RHP (3623)

ვაახ ((((((((((( აცხონოს ღმერთმა

15:42 | 01.06.2019
RMA FANS (3925)

სამწუხაროა R.I.P

0.123861