ჩოგბურთი

14:35 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას მორიგი ტიტული

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ბოლო 1 თვის განმავლობაში წყვილთა თანრიგში მე-3 25-ათასიანი ტურნირი მოიგო. სოფომ მორიგ წარმატებას უკანასკნელი დროის უცვლელ პარტნიორ ემილი ვებლი-სმითთან (დიდი ბრიტანეთი) ერთად მიაღწია.

ესპანეთის ქალაქ სანტა მარგერიტა დე მონტბუიში გამართული საერთაშორისო ტურნირის ფინალში შაფათავა და ვებლი-სმითი ბულგარელ ელიცა კოსტოვასა და ბრიტანელ სამანტა მარეის გაეჯიბრნენ და 6:4, 7:5 მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ სოფო და ემილი შეჯიბრში მე-2 განთესვით ჩაებნენ და საწყის რაუნდში დაისვენეს, მეოთხედფინალში მათთან სათამაშოდ ესპანელები ბურილიო ესკორიჰუელა და მარისტავი ზულეტა დე რეალესი არ გამოცხადდნენ, ნახევარფინალში კი მე-3 რეიტინგის მქონე ესპანურ-რუსულ დუეტს (ბასოლს რიბერა-იაშინა) 6:1, 6:1 მოუგეს.
ცნობისთვის, WTA-ს წყვილთა რეიტინგში შაფათავას 404 ქულით 180-ე ადგილი უკავია, მორიგი წარმატება კი მას წინსვლის საშუალებას მისცემს. სოფოს საუკეთესო მაჩვენებელი 2015 წლის ნოემბერში ჰქონდა, როდესაც 132-ე საფეხურს უწია.

0.113884