ჭადრაკი

14:08 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ ყაიმით დაიწყო

ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (2510) რუსეთის ქალაქ ყაზანში დაწყებულ პრეტენდენტთა ტურნირზე პირველი პარტია ყაიმით დაასრულა. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი თეთრი ფიგურებით ჩინელ ტან ჩჟუნის (2513) დაუზავდა.

საინტერესოა, რომ სასტარტო ტურში ოთხივე პარტიაში ყაიმი დაფიქსირდა. ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ გუნინა (რუსეთი, 2506) – ლაჰნო (რუსეთი, 2554), კოსტენიუკი (რუსეთი, 2546) – გორიაჩკინა (რუსეთი, 2522), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2563) – ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2539).
დღეს, მე-2 ტურში ითამაშებენ: ლაჰნო – კოსტენიუკი, გორიაჩკინა – გუნინა, ჩჟუნი – მ.მუზიჩუკი, ა.მუზიჩუკი – ძაგნიძე.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის 8 უძლიერესი ქალი ერთმანეთს ორ წრედ ეჯიბრება, ხოლო გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მატჩში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ასპარეზობის საპრიზო ფონდი 200 000 ევროს შეადგენს, სათამაშო დღეები კი ასეე გაწერილი: 31 მაისი-2 ივნისი; 4-6, 8-10, 12-14, და 16-17 ივნისი; ტაი-ბრეიკი 18 ივნისს გაიმართება; თამაშის დასაწყისი ადგილობრივი დროით – 15:00 საათი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113279