ფეხბურთი

15:00 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი საქველმოქმედო მატჩით აღინიშნა

31 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებით და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ გუნდს ''Football Legends - Georgian XI'' და შვედი დიპლომატებით, პოლიტიკოსებითა და ბიზნესმენებით დაკომპლექტებულ სამოყვარულო გუნდს ''Swedish Brussels Euroleague Team'' შორის ამხანაგური, საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა.

მატჩი “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს და შვედურ-ქართულ მეგობრობას მიეძღვნა. მატჩამდე საზოგადოებას საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართეს.

ამხანაგური შეხვედრა ქართული გუნდის გამარჯვებით 6:1 დასრულდა. ''Football Legends - Georgian XI'' შემადგენლობიდან სამი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა, თითო გოლი ლევან კობიაშვილის, ირაკლი აბუსერიძის და დავით სირაძის ანგარიშზეა. შვედური გუნდის მხრიდან გოლის ავტორი ბენჟამინ კლარჰოლმი გახდა.

Football Legends - Georgian XI - Swedish Brussels Euroleague Team 6:1

Football Legends - Georgian XI: ზოიძე, სილაგაძე, სალუქვაძე, კალაძე, მაჭავარიანი, კობიაშვილი, კვირკველია, ზალკანიანი, ცქიტიშვილი, ყაველაშვილი, აბუსერიძე, ლობჟანიძე, სირაძე, მარცვალაძე, დემეტრაძე, გუჩუა, გახოკიძე, კვარაცხელია, წულუკიძე

Swedish Brussels Euroleague Team: ბასი, შარცი, მაგნუსონი, გერსეტი, ნორმანი, ლიუგნბლომი, თრელი, დირნესი, თინი, კლარჰოლმი, კარლსონი, პალმკვისტი, გერგესი, აკბელი, ვოლსტრომი, ანდერსონი

გოლები: დემეტრაძე (3), აბუსერიძე, კობიაშვილი, სირაძე, კლარჰოლმი

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130268