ფეხბურთი

12:24 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანში" ჯამპაოლო ფავორიტია

იტალიური „მილანი“ შესაძლოა მარკო ჯამპაოლომ ჩაიბაროს. ჯენარო გატუზოს გათავისუფლების შემდეგ „როსონერი“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია და მთავარი ფავორიტი გენუის „სამპდორიას“ ამჟამინდელი დამრიგებელია.

Football Italia-ს ცნობით, ჯამპაოლოს კანდიდატურას „მილანში“ პაოლო მალდინი ლობირებს და როგორც ცნობილი გახდა, წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.

პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ჯამპაოლოს „სამპასთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს. გასულ სეზონში „სამპდორიამ“ სერია A-ში მეცხრე ადგილი დაიკავა.

აქვე გეტყვით, რომ ჯამპაოლოს ალტერნატივად რომის „ლაციოს“ თავკაცი სიმონე ინძაგი განიხილება.

Loading...
სტატისტიკა
0.301489