ფეხბურთი

0:14 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" სარის გაათავისუფლებს, "იუვენტუსისთვის" დაბრკოლება აღარ არსებობს

ლონდონის „ჩელსიმ“ გადაწყვეტილება მიიღო და მაურიციო სარის გაათავისუფლებს. SportItalia-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ იტალიელმა სპეციალისტმა გუნდს ევროპა ლიგა მოაგებინა, ეს სამსახურის შესანარჩუნებლად საკმარისი არ გამოდგა.

საინტერესოა, რომ სარის უმუშევრობა არ ემუქრება - ტურინის „იუვენტუსი“ სწორედ „ჩელსიდან“ გათავისუფლებას ელოდებოდა. ამრიგად, სარის ტურინული კარიერა დიდი ალბათობით, სულ მალე დაიწყება.

ჯერჯერობით კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა როგორც იტალიური მედია წერს, „ბებერი ქალბატონის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი სარის საბოლოო პასუხს ორშაბათამდე ელოდება.

შეგახსენებთ, მაურიციო სარიმ „ჩელსი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა. პირველივე სეზონში იტალიელმა „არისტოკრატები“ პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გაიყვანა, ევროპა ლიგა მოაგებინა, ხოლო ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

0.117362