ჩოგბურთი

14:10 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ესპანური ტურნირის ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ბოლო 1 თვის განმავლობაში წყვილთა თანრიგში მე-3 ტურნირის მოგებისთვის იბრძოლებს.

შაფათავა კვლავაც ბრიტანელ ემილი ვებლი-სმითთან ერთად ირჯება და ამჯერად, ესპანეთის ქალაქ სანტა მარგერიტა დე მონტბუიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ფინალშია გასული.
შაფათავა და ვებლი-სმითი მე-2 ნომრად არიან განთესილნი და საწყის რაუნდში დაისვენეს, მეოთხედფინალში მათთან სათამაშოდ ესპანელები ბურილიო ესკორიჰუელა და მარისტავი ზულეტა დე რეალესი არ გამოცხადდნენ, ნახევარფინალში კი მე-3 რეიტინგის მქონე ესპანურ-რუსულ დუეტს (ბასოლს რიბერა-იაშინა) 6:1, 6:1 მოუგეს.
გადამწყვეტ მატჩში, რომელიც დღეს საღამოს გახლავთ დაგეგმილი, სოფო და ემილი ბულგარელ ელიცა კოსტოვასა და ბრიტანელ სამანტა მარეის გაეჯიბრებიან.
ვთქვათ ისიც, რომ შაფათავამ ძალები ერთეულთა ტურნირშიც სცადა, თუმცა, მასპინძელ მარინა ბასოლს რიბერასთან 2:6, 1:6 წააგო.

0.103027