ფეხბურთი

11:48 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: „ინტერს“ კონტე გაწვრთნის

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. 49 წლის სპეციალისტმა „ნერაძურისთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

მანამდე კონტე „იუვენტუსს,“ იტალიის ნაკრებსა და „ჩელსის“ წვრთნიდა, საიდანაც შარშან ზაფხულს გაათავისუფლეს. მას შემდეგ აღარსად უმუშავია.

წინა დამრიგებელი, ლუჩანო სპალეტი, „ინტერმა“ 30 მაისს დაითხოვა. „ნერაძურიმ“ მისი ხელმძღვანელობით იტალიის სერია A-ში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა.

0.159517