ფეხბურთი

10:51 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რივერ პლეიტმა“ სამხრეთ ამერიკის სუპერთასი მოიგო“

„რივერ პლეიტი“ სამხრეთ ამერიკის სუპერთასის (CONMEBOL Recopa) მფლობელი გახდა. საპასუხო მატჩში არგენტინულმა კლუბმა ბრაზილიური „ატლეტიკო პარანაენსე“ შინ 3:0 გაანადგურა (პირველი შეხვედრა 0:1).

ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 65-ე წუთზე იგნასიო ფერნანდესმა პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა დამატებაზე ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა. კიდევ ორი ბურთი ლუკას პრატომ და მატიას სუარესმა კომპენსირებულ დროში გაიტანეს.

მიმდინარე სეზონში „ატლეტიკო პარანაენსემ“ სამხრეთამერიკული თასი მოიგო, „რივერ პლეიტმა“ კი ლიბერტადორესისა. თანაც ფინალში მოსისხლე მტერ „ბოკა ხუნიორსს“ მოუგო. ეს პირველი არგენტინული ფინალი გახლდათ ტურნირის ისტორიაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109123