სხვა

1:30 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტყვიის სროლა: ქართული წყვილების შედეგები მსოფლიო თასზე

გერმანიის ქალაქ მიუნხენში დასასრულს უახლოვდება მსოფლიოს თასის მესამე ეტაპი ტყვიის სროლაში. გუშინ გაიმართა შერეულ წყვილთა შეჯიბრება, რომელშიც საქართველოდან ორი დუეტი გამოვიდა: ნინო სალუქვაძე-ცოტნე მაჭავარიანი, ლიზი კილაძე-ლევან ქადაგიძე.

ამათგან საკვალიფიკაციო ეტაპზე უფრო უკეთ კილაძე-ქადაგიძის დუეტი გამოვიდა, თუმცა, ფინალში ვერც ისინი მოხვდნენ - 569 ქულა დააგროვეს და 32-ე ადგილზე გავიდნენ. მათ ერთი ქულით ჩამორჩა სალუქვაძე-მაჭავარიანის ტანდემი, რომელიც 35-ე ადგილზე დამკვიდრდა.
მსოფლიოს თასის მფლობელი შერეულ წყვილებში ინდოეთის I გუნდი (მანუ ბჰაკერი-ჩაუდჰარი საურაბჰი) გახდა - მათ ფინალში დიდი ანგარიშით, 17:9 მოუგეს უკრაინის პირველ ნაკრებს (ოლენა კოსტევიჩი-ოლეჰ ომელჩუკი). ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩინეთის მეორე გუნდმა (ქიან ვანი-მენგ იი ვანი) პოლონეთის პირველი ნაკრები (ნატალია კროლი- შიმონ ვოიტინა) 16:14 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ ეს ოთხი გუნდი ფინალშიც ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით შევიდა.

საქართველო I - 193 189 187 569

კილაძე: 97 96 94 287
ქადაგიძე: 96 93 93 282

საქართველო II - 189 191 189 568

სალუქვაძე: 96 93 96 285
მაჭავარიანი: 93 98 92 283

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცის პრესსამსახური

0.120032