ჭადრაკი

1:10 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე პრეტენდენტთა ტურნირში ითამაშებს

დღეს, რუსეთის ქალაქ ყაზანში სტარტს აიღებს ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძეც მიიღებს.

პლანეტის 8 უძლიერესი ქალი ერთმანეთს 18 ივნისამდე ორ წრედ შეეჯიბრება, ხოლო გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მატჩში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ასპარეზობის საპრიზო ფონდი 200 000 ევროს შეადგენს. სათამაშო დღეები: 31 მაისი-2 ივნისი; 4-6, 8-10, 12-14, და 16-17 ივნისი; ტაი-ბრეიკი 18 ივნისს გაიმართება; თამაშის დასაწყისი ადგილობრივი დროით – 15:00 საათი.
მოსკოვში, ფიდეს პრეზიდენტ არკადი დვორკოვიჩისა და ფიდეს საპატიო ვიცე-პრეზიდენტის იუდიტ პოლგარის მონაწილეობით გამართულ წილისყრის შემდეგ მონაწილეები შემდეგნაირად განლაგდნენ:
1. ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2506)
2. ალეკსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2546)
3. ალეკსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი, 2522)
4. კატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2554)
5. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2510)
6. მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2563)
7. ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2539)
8. ტან ჩჟუნი (ჩინეთი, 2513)
აღსანიშნავია, რომ ტურნირში სამი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მონაწილეობს: კოსტენიუკი (2008-2010), მარია მუზიჩუკი (2015-2016) და ტან ჩჟუნი (2017-2018).
პირველ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: გუნინა-ლაჰნო, კოსტენიუკი-გორიაჩკინა, ძაგნიძე-ტან ჩჟუნი და ორი და მუზიჩუკი.
როგორც აღვნიშნეთ, ყაზანური ტურნირის გამარჯვებული ჩინელ ცზიუ ვენცზიუნს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის დაუპირისპირდება, იმ მატჩის საპრიზო ფონდი კი უკვე 500 000 ევრო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115194