კალათბურთი

0:50 | 31.05.2019 | ნანახია 2121 - ჯერ

ბითაძის 19 ქულა 13 წუთში
ქართველმა ტალანტმა 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე აშშ-ში წინასადრაფტო წვრთნების დასრულების შემდეგ სერბულ “მეგა ბემაქსს” დაუბრუნდა და მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

ქართველი ტალანტის გუნდმა სტუმრად “ტამისი” 121:69 გაანადგურა, გოგა კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 13:12 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ბითაძემ 4-დან 2 ორქულიანი და რაც ყველაზე საინტერესოა, 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. ქართველმა ლეგიონერმა შორეული ტყორცნებით ოკეანის გაღმა ხომ ყველა გააოცა და როგორც სჩანს, ამ მხრივ ვარჯიში სერბულ ლიგაშიც განაგრძო.

ვთქვათ ისიც, რომ გოგას ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა. შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ლუკა ასჩერიჩს (29) ჩამორჩა.

საინტერესოა, რომ ბითაძის თამაშს მყის გამოეხმაურა მისი აგენტი მიშკო რაზნატოვიჩი, რომელსაც აღფრთოვანება არ დაუმალავს:

“გოგა ბითაძე დრაფტისთვის სრულ მზადყოფნაშია! დღეს მან 19 ქულა ჩააგდო და სარგებლიანობის მაჩვენებელი 26-ს გაუტოლა, რისთვისაც 13 წუთი ეყო. მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამქულიანებს ჩინებულად ესვრის – 6-დან 5 ტყორცნა გამოიყენა. ბითაძეს ბოლო 22 სამქულიანიდან 12 აქვს ჩაგდებული, რაც 50%-ზე მეტია!”.

“მეგა ბემაქსმა” სერბეთის ჩემპიონატის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე B ჯგუფში 7 მოგებითა და 3 მარცხით მე-2 ადგილი დაიკავა (მხოლოდ “პარტიზანს” ჩამორჩა) და ნახევარფინალში უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ “ცრვენა ზვეზდას” შეხვდება.

მომავალი დაპირისპირება ორ მოგებამდე გაგრძელდება. პირველი შეხვედრა ბელგრადში 2 ივნისს შედგება, 4-ში მასპინძელი “მეგა ბემაქსი” იქნება, ხოლო თუკი გადამწყვეტი მატჩის ჩატარება გახდა საჭირო, მას 7 ივნისს ისევ “ცრვენა ზვეზდა” მიიღებს.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:49 | 01.06.2019
iceman (2988)

ვამბობდი იოკიჩზე მაგარი ცენტრი გახდება გოგა მეთქი მაგრამ ამან სამიანები ასე თუ ისროლა მემგონი გამთამაშებლად დააყენებენ და დაერხა სტეფ კარის

16:56 | 31.05.2019
maestro10 (13745)

წარმატებები გოგას.. იმედია ატლანტაში მოხვდება იანგი კოლინსი გოგო...

13:44 | 31.05.2019
KoRBeN DaLLaS (24846)

დათვი მჭლე და შე მსუქანი გოგაჯან, აბა შენ იცი !!!

06:50 | 31.05.2019
ogafa (10230)

ყოჩაღ

05:52 | 31.05.2019
valeri8848 (2622)

ცაშიდაც ნუ ავიყვანთ გუშინდელი თამაში არ იყო პრინციპული და გადამწყვეტი, აშკარად მაყურებელზე თამაშობდნენ გუნდები

05:12 | 31.05.2019
დევიღუპეთ (514)

მიშკო რაზნატოვიჩმა რომ შეამჩნია და წაიყვანა თავის დროზე ძაან მაგარია. ერთ ერთი საუკეთესოა თავის საქმეში.
გოგა ასაკობრივებში ბრწყინავდა მაგრამ მას მერე რაც გაუგებარი პროექტი ვითა შეიქმნა და იქ ჩაირიცხა დაიწყო გოგას რეგრესი. იქ მოხვდა სადაც არ უნდა მოხვედრილიყო, მანდედან დაიხსნა მიშკომ და წაიყვანა სერბეთში.

ზაზა ფაჩულიას აკადებია რას შვება არ ვიცი მაგრამ, მანამდე რაც იყო ის იყო რომ 14-15 წლის ბიჭს თუ ტალანტი ქონდა, საქართველოში მისი ზრდის არანაირი პერსპექტივა არ იყო.

ბატონი ჯამლეტის დიდი პატივისცემის მიუხედავად ვთვლი რომ შერმანდინიც დროზე რომ გაეშვა უფრო მეტს მიაღწევდა. რომ არა ჯამლეტი შერმანდინს შეიძლება საერთოდ ვერ ეთამაშა მაღალ დონეზე მაგრამ, არ იყო საქართველოში შესაბამისი ინვენტარი და პირობები ნბა-ს სტარის გასაზდელად. რაც შეეძლო ასწავლა ჯამლეტმა მერე უფრო მეტად პროფესიონალთან რომ გაეშვა ჩემი აზრით მეტს მიაღწევდა

04:50 | 31.05.2019
დევიღუპეთ (514)

ბრავო გოგა. იმედია სამქულიანებს კიდე უფრო დახვეწავს ასაკთან ერთად ამას ბევრი აკეთებს და გოგაც გაამჯობესებს.
დაცვაში თამაში უნდა გამოასწოროს და ფიზიკურად ისე მოძლიერდეს რომ 3 წამიანში დომინაცია ნბაშიც შეძლოს ყველაფერი ეს ასაკთან ერთად მომატებადია.

01:49 | 31.05.2019
erekle7 (201)

წარმატებები გოგას! დიდი კალათბურთი უნდა ითამაშოს და იმედია, გაუმართლებს დრაფტზე, რომ ისეთ გუნდში მოხვდეს, სადაც განვითარებაშიც დაეხმარებიან და თავის წარმოჩენაშიც!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115577