17 წლის ქართველი ჩოგბურთელი ზოზია ქარდავა საფრანგეთის ღია პირველობის გოგონათა ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.
ქარდავა "როლან გაროსის" საკვალიფიკაციო შეჯიბრის პირველ წრეში გერმანელ ალექსანდრა ვეჩიჩს დაუპირისპირდა და მე-3 ნომრად განთესილ მეტოქესთან 50 წუთში მხოლოდ 1 გეიმის მოგება მოახერხა – 0:6, 1:6.