ვეტერან ჰოლანდიელ ფეხბურთელ არიენ რობენს წინადადებები არ აკლია. როგორც თავად განაცხადა, ოთხი არჩევანი აქვს და გადაწყვეტილებას უახლოეს ხანებში მიიღებს.
„ოთხი არჩევანი მაქვს: შემიძლია წავიდე ევროპის მიღმა, აშშ-ში ან იაპონიაში, დავრჩე ევროპის რომელიმე ტოპ კლუბში ან დავბრუნდე ჰოლანდიაში. ფიზიკური პრობლემები? ეს არ მაწუხებს, სეზონის დასაწყისში ათლეტურმა ტესტებმა აჩვენა, რომ გუნდში ამ კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი“, - უთხრა რობენმა Voetbal International-ს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა „ბაიერნი“ 10 წლის შედმეგ დატოვა. ჯერჯერობით რობენს გადაწყვეტილება არ მიუღია თუ სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეგეთი კაცი გვინდა მანჩესტერში
პიოლმა დაამტკიცა რომ ერთერთი საუკეთესო ტაქტიკოსია
იუვესაც აკლია სტაბილურობა
წელს მშვენივრათ გამოიყურება მილანი, ერთი თამაში ჩაუვარდათ ინტერთან