ფეხბურთი

13:53 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერიდან" სპალეტი დაითხოვეს, კონტე იტალიაში ბრუნდება

მილანის „ინტერმა“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია „ნერაძურის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„საფეხბურთო კლუბი „ინტერი“ გამცნობთ, რომ ლუჩანო სპალეტი პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარაა. მადლობას ვუხდით ჩვენთან გაწეული სამუშაოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლუჩანო სპალეტიმ „ინტერი“ 2017 წელს ჩაიბარა და განვლილ ორ სეზონში ორჯერ გაიყვანა გუნდი მეოთხე ადგილზე.

ცნობილია სპალეტის შემცვლელიც - ანტონიო კონტე ერთწლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება და „ინტერს“ უახლოეს დღეებში ოფიციალურად ჩაიბარებს.

0.103633