ფეხბურთი

12:27 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პედრო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ყველა საერთაშორისო პრიზი მოიგო

ევროპა ლიგის ფინალში „ჩელსიმ“ „არსენალს“ 4:1 მოუგო. მატჩის ერთ-ერთი გმირი „არისტოკრატთა“ გარემარბი, პედრო იყო, რომელიც გოლითაც გამოირჩა. ამასთან, 31 წლის პედრო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ყველა საერთაშორისო პრიზი მოუგია.

მას გაუმარჯვია: ჩემპიონთა ლიგაში, ევროპა ლიგაში, უეფას სუპერთასზე, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე. ასევე, ესპანეთის ნაკრებთან ერთად, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.

გასულ სეზონში მან ჯამში 52 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასით გამოირჩა. პედრო „ჩელსიში“ 2015 წელს გადავიდა „ბარსელონადან“ 27 მილიონ ევროდ. „ლურჯებთან“ მისი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

თეგებიპედროჩელსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117311