ევროპა ლიგის ფინალში „ჩელსიმ“ „არსენალი“ 4:1 გაანადგურა. პირველი ბურთი „არისტოკრატთა“ ფრანგმა შემტევმა, ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ჯამში მას 11 გოლი მოუგროვდა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ჟირუმ ერთი გოლით აჯობა აინტრახტელ ლუკა იოვიჩს. მესამე ადგილზე კი 8 გოლით, სამი მოთამაშე აღმოჩნდა: პიერ-ემერიკ ობამეიანგი („არსენალი“), ვისამ ბენ-იედერი („სევილია“) და მუნას დაბური („ზალცბურგი“).
ჟირუ ბოლო 14 წლის განმავლობაში ინგლისური კლუბის პირველი ფეხბურთლია, რომელმაც 11 გოლი გაიტანა. მანამდე, იგივე, 2003-04 სეზონში ნიუკასლელ ალან შირერს მოეხერხებინა.