ფეხბურთი

9:04 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: „მგონი, „ჩელსიში“ დარჩენას ვიმსახურებ“

ევროპა ლიგის ფინალში „არსენალთან“ 4:1 გამარჯვების შემდეგ, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი, ჟურნალისტებს თავისი მომავალი გეგმების შესახებ ესაუბრა.

„კლუბის ხელმძღვანელობას უნდა დაველაპარაკო. გავარკვევთ რა შემიძლია მომავალში „ჩელსისთვის“ გავაკეთო და რა შეუძლია „ჩელსის“ ჩემთვის გააკეთოს. მომწონს პრემიერლიგაში მუშაობა და „ჩელსიში“ ბედნიერი ვარ, მაგრამ ყოველი სეზონის ბოლოს საჭიროა დასხდომა და ყველაფრის გაანალიზება.

მგონი, კლუბში დარჩენას ვიმსახურებ. თუმცა მხოლოდ ჩემი სურვილი ბევრს არაფერს ნიშნავს.“ - უთხრა სარიმ უეფას პრესსამსახურს.

სხვათა შორის, ეს პირველი მოგებული ევროთასი გახლავთ იტალიელი სპეციალისტისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115333