ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა ევროპა ლიგის ფინალში „არსენალთან“ გამარჯვების შემდეგ (4:1) კომენტარი გააკეთა. იქამდე გეტყვით, რომ ედენმა ლონდონურ დერბიში დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მერე კი, ბელგიელმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მადრიდის „რეალში“ გადადის.
„გადაწყვეტილება ორი კვირის წინ მივიღე, კლუბი ამის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ვფიქრობ, ეს არის დამშვიდობება, ახალი გამოწვევის დროა“, - თქვა აზარმა.
შეგახსენებთ, აზარი „ჩელსის“ ღირსებას 2012 წლიდან იცავს. ესპანურ გრანდში ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებას კი დამდეგ ორშაბათს ვარაუდობენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძაან ბევრი იძახის, რომ უნდა წავიდეს და არგუმენტებიც არაერთი ისმის, მაგრამ მე პირადად ვთვლი, რომ თუ დარჩება, უფრო დიდ სახელს დატოვებს კარიერის დამთავრების მერე ფეხბურთში, ვიდრე რეალში გადასვლის შემთხვევაში. ჯობია ჩელსის ფეხბურთელებში მოგიხსენიონ ლამპარდი, დროგბას გვერდით, ვიდრე რეალის ფეხბურთელებში კაკა, სნეიდერის გვერდით.
უბრალოდ რეალში ისეთებს უთამაშიათ და ისეთი შედეგები უჩვენებიათ, ეს 27 წლის ასაკიდან რომ მანდ მივა და საშუალოდ 3-4 წელი ითამაშებს უმაღლეს დონეზე (თუ გაამართლა), ,,იმათ'' ვერც კი მიუახლოვდება...