სხვა

23:15 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სასტარტო დღე პლოვდივურ ევროპის ჩემპიონატზე

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში სტარტი აიღო 23 წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატმა, რომელშიც ქართველი სპორტსმენებიც ჩაებნენ.

ტურნირის პირველ დღეს დაშნაში ქალთა შეჯიბრს მალევე გამოეთიშა მარია ზაკირჩენკო, ჯგუფიდან ასევე ვერ გავიდნენ ხმალში კაცთა შეჯიბრის მონაწილეები ვაჟა რეჭია და ნიკოლოზ ჭეიშვილი.
ნიკა შენგელიამ ჯგუფიდან გასვლის შემდეგ ესპანელ ხორხე ლოპეს დე გუერენუს 15:7 სძლია, რუს ვლადისლავ პოზდნიაკოვთან კი 12:15 დამარცხდა. პლეი-ოფის სასტარტო წრეში გერმანელ ფრედერიკ კინდლერთან 12:15 წააგო გოგა კაკაურიძემ.
ხუთშაბათს, 31 მაისს, პლოვდივის ბილიკზე 10:00-დან ვაჟთა შორის რაპირაში: ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ. 12:00-დან კი ხმლით მოასპარეზე გოგონები: ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, თეონა გოგლიძე და თამარ ჩარკვიანი.
შაბათ-კვირას საქართველოს ხმლით მოასპარეზეთა ახალგაზრდული ნაკრები იასპარეზებს, შაბათს – ვაჟები, კვირას – გოგონები.
ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის მსაჯებთან ერთად, FIE-ს არბიტრი საქართველოდან ირინა ფეიქრიშვილიც უძღვება.

თეგებიფარიკაობა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116504