ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელის, ჰარი კეინის ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის შანსი გაიზარდა. მაურისიო პოჩეტინომ ინგლისელი ფორვარდი „ლივერპულთან“ მატჩისთვის გაფართოებულ განაცხადში შეიყვანა და მადრიდიშიც იახლა.
„ჰოტსპური“ ესპანეთის დედაქალაქში დღეს ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:
უგო ლორისი, კირან ტრიპიერი, დენი როუზი, ტობი ალდერვეირელდი, იან ვერტონგენი, დევინსონ სანჩესი, მინ-სონი, ჰარი ვინკსი, ჰარი კეინი, ერიკ ლამელა, ვიქტორ ვანიამა, მიშელ ვორმი, ერიკ დაიერი, კაილი უოლკერ-პეტერსი, მუსა სისოკო, ფერნანდო ლორენტე, დელე ალი, ხუან ფოიტი, პაულო გაზანიგა, კრისტიან ერიკსენი, სერჟ ორიე, ლუკას მოურა, ბენ დევისი, ალფი ვიტემანი, ჯორჯ მარში, ოლივერ სკიპი.
შეგახენებთ, რომ „ტოტენჰემისა“ და „ლივერპულის“ ფინალი 1-ელ ივნისს, მადრიდში გაიმართება.
ჰარი კეინს კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირების შემდეგ არ უთამაშია და ვარჯიში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ განაახლა.