ფეხბურთი

21:09 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი "ატალანტაში" რჩება

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო გასპერინი ზაფხულში სამსახურს არ შეიცვლის. როგორც ლომბარდიული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, გასპერინიმ კონტრაქტი ერთი წლითი გაახანგრძლივა და კლუბში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

აქამდე გასპერინის წარმატებული მუშაობის გამო სხვადასხვა გუნდებს უკავშირებდნენ, ყველაზე აქტიურად კი „რომას“, მაგრამ ბერგამოელებმა მწვრთნელის შენარჩუნება მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ ჯამპიერო გასპერინიმ „ატალანტა“ 2016 წელს ჩაიბარა. პირველივე სეზონში „ნერაძური“ მეოთხე ადგილზე და ევროპა ლიგაზე გაიყვანა, ხოლო ყველაზე წარმატებული 2018-2019 წლების სეზონი გამოდგა.

„ატალანტამ“ სერია A-ში მესამე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. გარდა ამისა, იტალიის თასის ფინალშიც გავიდა, სადაც „ლაციოსთან“ 0:2 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114603