სხვა

19:27 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში ვერც სალუქვაძე გავიდა

ნინო სალუქვაძემ გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა 564 ქულით დაასრულა. ამ შედეგით ის თანაბარქულიან მსროლელთა ჯგუფთან ერთად 70-78-ე ადგილებს იყოფდა, საბოლოოდ კი 76-ე ადგილზე გავიდა. ცალკეულ სერიებში მან 94, 95, 95, 91, 94 და 95 ქულა დააგროვა.

სალუქვაძე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ჯგუფში გამოდიოდა, მისი დასრულების შემდეგ კი შეჯამდა ორივე ჯგუფის მონაცემები და გაირკვა, რომ ლიზი კილაძე 574 ქულით 24-ე ადგილზე გავიდა. ბუნებრივია, ჩვენები ფინალში ვერ მოხვდნენ.
მსოფლიოს თასის ამ ეტაპის გამარჯვებული ბერძენი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ანა კორაკაკი გახდა 241.4 ქულით. მეორეზე ჩინელი ქიან ვეი გავიდა 239.6-ით, მესამეზე - კორეელი მინჯიუნ კიმი 220.8-ით.
ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიებს ჩინელი ვეი და მეოთხეზე გასული ინდოელი მანუ ბჰაკერი დაეუფლნენ.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.116563