ფეხბურთი

15:20 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიჟური მატჩი ჰოლანდიაში ერედივიზიონის საგზურისთვის (+VIDEO)

გიჟური მატჩი გაიმართა ჰოლანდიაში, რომელმაც ერედივიზიონის საგზურის მფლობელი გაარკვია. „ვალვაიკის“ გულშემატკივრები „გო ეჰედ იგლზთან“ თამაშს ალბათ არასდროს დაივიწყებენ.

ამ დუელში ირკვეოდა ვინ ითამაშებდა 2019-2020 წლების სეზონში ერედივიზიონში. პირველი თამაში „ვალვაიკის“ საშინაო არენაზე უგოლოდ დასრულა, ხოლო „დე ადელაარშორსტზე“ გამართულმა შეხვედრამ საყოველთაო ყურადღება მიიპრყრო.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ქამ-ბექებით განებივრებულები ვართ, ალბათ, ამ კუთხით ეს სეზონის თამაში გახლდათ. „ვალვაიკისთვის“ ყველაფერი იდეალურად დაიწყო და 45-ე წუთამდე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა (2:0). მერე „იგლზის“ ფეხბურთელებმა მოინდომეს და 63-ე წუთზე უკვე 3:2 იყო ანგარიში, რასაც ჰანს მულდერმა79-ე წუთზე უპასუხა და ანგარიში გათანაბრდა - 3:3.

89-ე წუთზე პიტერ ლანგედიკმა „იგლზი“ დააწინაურა (4:3) და თითქოს ყველაფერი გაირკვა. თუმცა, სასწაული მოხდა - „ვალვაიკმა“ მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე ჯერ გაათანაბრა, ხოლო 98-ე წუთზე მარიო ვილატეს ზუსტად შესრულებული პენალტით ჰოლანდიის უმაღლესი დივიზიონის საგზური მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.112898